საჰაერო გადაზიდვები
საერთაშორისო საექსპედიტორო კომპანია Logistics № 1 საჰაერო გადაზიდვები ხორციელდება ტვირთის აეროპორტიდან აეროპორტამდე და კარიდან კარამდე მიწოდებით.
გთავაზობთ ტვირთის შეგროვებას აზიის, ევროპისა და აშშ-ის მთავარ ქალაქებში. ჩვენი საერთაშორისო ბიზნესკავშირების დახმარებით, მომხმარებლებს უზრუნველვყოფთ საექსპედიტორო საკითხების სრული სერვისით.
Logistics № 1 გთავაზობთ საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის სრულ პაკეტს. მათ შორისაა:
- ტვირთის შეგროვება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში;
- საბაჟო-საბროკერო მომსახურება;
- კარიდან კარამდე გადაზიდვა მსოფლიოს მასშტაბით;
- საკონსულტაციო მომსახურება;
- მალფუჭებადი, სახიფათო და სპეციალური ტვირთების გადაზიდვა;
- სწრაფი საექსპედიტორო მომსახურება მსოფლიოს მასშტაბით;
- ტრანსპორტირების დაზღვევა;
- ტრანსპორტირების დოკუმენტაციის მომზადება.
